რუხის საავადმყოფოში ​კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მკურნალობს
რუხის საავადმყოფოში ​კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მკურნალობს

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის შვიდი პაციენტი რჩება, რომელთაგან ორი კორონავირუსით ინფიცირებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნულ ორ კოვიდინიცირებულ პაციენტს რამდენიმე დღეში ჩაუტარდება შუალედური რეტესტირება.

„რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე რვა ადამიანი გაიტესტა. მათ შორის იყო ექვსი პაციენტი და ორი საავადმყოფოს მედპერსონალი. პაციენტებიდან ერთი იყო 70 წლის კოვიდინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცი. მისი პასუხი კვლავ დადებითია. მამაკაცს რუსეთიდან საზღვრის კვეთის ისტორია აქვს.
რაც შეეხება დანარჩენ ხუთ პაციენტს და ორ მედპერსონალს, მათი პასუხები უარყოფითია“, – განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

დატოვე კომენტარი