რუხის საავადმყოფოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 11 პაციენტი დატოვებს

11:50, 01.10.2020

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 67 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. კლინიკას 11 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს და ისინი დღის განმავლობაში დატოვებენ საავადმყოფოს.

გამოჯანმრთელებულთაგან სამი ოკუპირებული აფხაზეთიდან არის, ხუთი ზუგდიდის მკვიდრია, ხოლო სამი მესტიიდან არის.

მსგავსი