რუხის საავადმყოფოს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
რუხის საავადმყოფოს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 70 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცის ორივე შუალედური ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი იყო და ის გამოჯანმრთელებულად ითვლება.

მისივე თქმით, პაციენტი საავადმყოფოს ამაღამ დატოვებს და ორი კვირით თვითიზოლაციაში დარჩება.

რაც შეეხება კოვიდინფიცირებულ მამაკაცის კონტაქტებს, დაახლოებით 40-მდე ადამიანს, მათ „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდებათ.

70 წლის მამაკაცს საზღვრის კვეთის ისტორია აქვს.

რუხის საავადმყოფოში ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.