რუხის საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ორი პაციენტი დატოვებს
რუხის საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ორი პაციენტი დატოვებს

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. ორივე ე.წ. ლენჯერის კლასტერიდანაა.

კლინიკის მენეჯერის ნინო აკობიას თქმით, რუხის საავადმყოფოში სამი კოვიდინფიცირებული რჩება. მათგან ერთი ე.წ. ლენჯერის კლასტერს უკავშირდება, ერთი კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან შეიყვანეს, ხოლო ერთი თბილისიდან არის.

სამივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდა 14 პირს – მედპერსონალის რვა წარმომადგენელსა და ექვს პაციენტს.
გარდა ამისა, დღეს იგეგმება ცხელებით შესული ერთი პაციენტის ტესტირება.

სწრაფი ტესტირება ჩაუტარდა 24 ტრაილერის მძღოლს, მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ.