რუხის საავადმყოფომ პირველი პაციენტები მიიღო
რუხის საავადმყოფომ პირველი პაციენტები მიიღო

რუხის საავადმყოფომ პირველი პაციენტები მიიღო.

ამჟამად კლინიკაში ცხელებით სამი პაციენტია შეყვანილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

არსებული ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არ არიან.

პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

სამივე პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გააგზავნეს და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

როგორც აღინიშნა, რუხის საავადმყოფოში პაციენტების მისაღებად 78 პალატაა მომზადებული.

დღეს რუხის საავადმყოფოში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია იმყოფებოდა.