რუხის საავადმყოფო ლენჯერის კლასტერიდან ბოლო გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

15:56, 02.09.2020

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ნინო აკობიას თქმით, ლენჯერის კლასტერიდან ბოლო კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა. შუახნის მამაკაცმა კლინიკა უკვე დატოვა.

ამ დროისთვის, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექვსი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან ორი კოვიდინფიცირებულია. ერთი კოვიდდადასტურებული პაციენტი აფხაზეთიდან გადაიყვანეს, მეორე კი, ზუგდიდში თბილისიდან ჩავიდა. ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი