რუხის საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პაციენტმა დატოვა

11:26, 28.05.2020

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 25 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. როგორც რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, მათგან 11 დადასტურებული კოვიდინფიცირებულია.

„ყველას მდგომარეობა სტაბილურია. 11 ინფიცირებულიდან ექვსი მოზარდია, 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერიდან. რუხის საავადმყოფოში ორი კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. კიდევ ორი პაციენტს შუალედური ტესტირება ჩაუტარდა, თუმცა მათი პასუხები დადებითი იყო და მესამე ტესტირება გრაფიკის მიხედვით ჩაუტარდებათ“, – განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

მსგავსი