რუხის საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 20-მა პაციენტმა დატოვა

21:59, 11.11.2020

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 20-მა პაციენტმა დატოვა.

ამ დროისთვის რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 146 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

საშუალო სიმძიმისაა 70 პაციენტის მდგომარეობა. პაციენტთა უმრავლესობას ორმხრივი პნევმონია აქვს.

ორი პაციენტი რუხის საავადმყოფოდან სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

მსგავსი