რუხის საავადმყოფო დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა რვა პაციენტმა დატოვა
რუხის საავადმყოფო დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა რვა პაციენტმა დატოვა

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ რვა პაციენტმა დატოვა.

ამ დროისთვის რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 120 პაციენტი რჩება, აქედან 107 კოვიდინფიცირებულია. ინფიცირებულთაგან ხუთი არასრულწლოვანია, ისინი ზუგდიდის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

კლინიკაში მოთავსებული 16 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. 13 პაციენტი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცხელებითა და სხვა რესპირატორული სიმპტომებით არის შეყვანილი. მათ უკვე ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზე და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.