რუხის საავადმყოფო დღეს ათმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
რუხის საავადმყოფო დღეს ათმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს ათმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

კლინიკაში 83 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 73-ს „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი აქვს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ინფიცირებულთაგან 17 არასრულწლოვანია.

დანარჩენი ათი პაციენტი ცხელებითა და სხვა რესპირატორული სიმპტომებით არის შეყვანილი საავადმყოფოში. მათ უკვე ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზე და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.