რუხის საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ სამმა პაციენტმა დატოვა

12:26, 28.08.2020

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ნინო აკობიას თქმით, გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა კლინიკა უკვე დატოვეს.

სამივე პაციენტი ლენჯერის კლასტერიდან იყო. ამ დროისთვის რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. მედიკოსების შეფასებით, ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ამ დროისთვის 1 196-ს შეადგენს.

მსგავსი