რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ექვსმა მოქალაქემ დატოვა
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ექვსმა მოქალაქემ დატოვა

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ექვსმა მოქალაქემ დატოვა. ამ დროისთვის კლინიკაში 130 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის 127 კოვიდინფიცირებული პაციენტია. 15 ინფიცირებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ასევე, დღეს სამი პაციენტი შეიყვანეს ცხელებითა და სხვა რესპირატორული ჩივილებით. მათ უკვე ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზე. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.