რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რვა კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რვა კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რვა კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ნინო აკობიას თქმით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ოთხ მათგანს ორმხრივი პნევმონია აქვს და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტებს შორის ერთი 10 წლის ბავშვია.

ყველა კოვიდინფიცირებული ლენჯერის კლასტერიდანაა.

რუხის საავადმყოფოში დღეს კიდევ რამდენიმე კოვიდინფიცირებულ პაციენტს ელოდებიან.