რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რვა კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

21:55, 07.09.2020

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რვა კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ნინო აკობიას თქმით, დღეს კლინიკაში ექვსი დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს. მათ შორის მედიკოსი სენაკიდან, 15 და 6 წლის ბავშვები ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან, ორი ქალბატონი იმავე რაიონიდან და 51 წლის მამაკაცი ქუთაისიდან.

ნინო აკობიას თქმით ამ მომენტისთვის ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ უტარდებათ გამოკვლევები.

მსგავსი