რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი მკურნალობს

23:27, 10.09.2020

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის დადასტურებული კოვიდინფიცირებული 33 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის. ნინო აკობიას თქმით, დღის განმავლობაში კლინიკაში  ათი კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს – სამი ოკუპირებული აფხაზეთიდან და შვიდი ცაგერიდან. ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 33 პაციენტიდან ხუთი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მკვიდრია.

ნინო აკობიას ინფორმაციით, ამაღამ კლინიკა კიდევ 25 პაციენტს ელოდება ქუთაისიდან.

მსგავსი