რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 არასრულწლოვანი მკურნალობს

21:07, 11.10.2020

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 15 კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანი აგრძელებს მკურნალობას. ჯამში კი,  კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება.

ამასთან, რესპირატორული ჩივილებით და ცხელებით კლინიკაში ათი პაციენტია მოთავსებული, მათთვის ბიოლოგიური მასალების აღება უკვე მოხდა და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ხუთი უსიმპტომო პაციენტი კი, საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.

მსგავსი