რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 61 პაციენტი მკურნალობს

16:46, 13.09.2020

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 61 პაციენტი რჩება. ინფორმაციას რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერი ნინო აკობია ავრცელებს.

მისი თქმით, კლინიკაში 65 პაციენტია, მათგან 61 კოვიდინფიცირებული, ოთხი კი ცხელებით და სხვა რესპირატორული სიმპტომებით.

დღესვე, რუხის კლინიკაში ე. წ. ენგურჰესის კლასტერის კონტაქტებიდან ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს.

მსგავსი