რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექვსი კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექვსი კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ყველა მათგანი სვანეთიდანაა.

როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნინო აკობია პირველ არხთან აცხადებს, სამი პაციენტი რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს კლინიკაში. ისინი ლენჯერის კლასტერიდან არიან.

რაც შეეხება გუშინ შეყვანილ სამ პაციენტს, სამივეს ორმხრივი პნევმონია აქვს. ნინო აკობიას თქმით, ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.