რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 59 პაციენტი მკურნალობს

21:50, 16.09.2020

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 59 პაციენტი მკურნალობს.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ნინო აკობიას თქმით, კლინიკაში სულ 62 პაციენტია, მათგან 59 კოვიდდადასტურებული. მისივე თქმით, ცხელების სიმპტომებით კლინიკაში სამი პაციენტია შეყვანილი.

„59 პაციენტიდან ოთხი დღეს გადმოიყვანეს ოკუპირებული აფხაზეთიდან. ოთხივე ე.წ. საბერიოს კლასტერს მიეკუთვნება. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- აღნიშნა ნინო აკობიამ.

მსგავსი