რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 89 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან შვიდი არასრულწლოვანია
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 89 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან შვიდი არასრულწლოვანია

დღეს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 19 ახალი პაციენტი მიიღეს.

ამ დროისთვის რუხის კლინიკაში სულ 97 პაციენტი რჩება, მათგან 89-ს დადასტურებული აქვს „კოვიდ-19“. კოვიდინფიცირებულთა შორის შვიდი არასრულწლოვანია.

დღეს რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო კიდევ ოთხმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.