რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 11 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

14:20, 18.08.2020

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 11 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ნინო აკობიას თქმით, ცხრა პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო ორ პაციენტს აღნიშნება სხვადასხვა სახის რესპირატორული სიმპტომი.

მისივე ინფორმაციით, ყველა პაციენტი სოფელ ლენჯერის კლასტერიდანაა.

მსგავსი