რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა

23:57, 26.10.2020

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს 10 კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა.

როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ამ დროისთვის რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 132 პაციენტი რჩება, მათგან 126 კოვიდინფიცირებულია.

ინფიცირებულთა შორის 14 არასრულწლოვანია. ისინი ზუგდიდის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან.

რუხის საავადმყოფოში დღეს ექვსი პაციენტი შეიყვანეს ცხელებითა და სხვა რესპირატორული სიმპტომებით. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ყველას მათგანს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

მსგავსი