რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში შვიდი პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორი კოვიდინფიცირებული
რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში შვიდი პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორი კოვიდინფიცირებული

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის შვიდი პაციენტი რჩება. შვიდი პაციენტიდან ორი კოვიდინფიცირებულია.

საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ ერთ-ერთ მათგანს, ქალს, რომელიც 17 მაისიდან მკურნალობს კორონავირუსზე, დღეს ისევ ჩაუტარდება შუალედური ტესტირება. იმ შემთხვევაში, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ჩაუტარდება განმეორებითი ტესტირება. ორივე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება და საავადმყოფოს დატოვებს.

დანარჩენი ხუთი პაციენტი საავადმყოფოში ცხელებითა და სხვადასხვა რესპირატორული ჩივილით შეიყვანეს.

რუხის საავადმყოფოში კორონავირუსზე გაიტესტა სამი პაციენტი და 21 ტრაილერის მძღოლი. ყველა პასუხი უარყოფითია.