რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნალობს

12:52, 10.07.2020

რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში ამ მომენტისთვის შვიდი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

კლინიკის მენეჯერის ნინო აკობიას თქმით, შვიდი პაციენტიდან ერთ კოვიდდადასტურებულია. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე ინფორმაციით, დღეს „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდა 29 პირს, მათ შორის ხუთი იყო ცხელებითა და სხვა რესპირატორული სიმპტომებით პაციენტი, სამი იყო მფრინავი, 21 კლინიკის მედპერსონალი.

სწრაფი ტესტირება ჩაუტარდა 16 ტრაილერის მძღოლს. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მსგავსი