რუხის კლინიკის ოთხ ინფიცირებულს კორონავირუსზე შუალედური ტესტირება დღეს ჩაუტარდება
რუხის კლინიკის ოთხ ინფიცირებულს კორონავირუსზე შუალედური ტესტირება დღეს ჩაუტარდება

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის შვიდი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, რომ მათგან
ოთხი კოვიდინფიცირებულია და ოთხივეს დღეს ჩაუტარდება შუალედური ტესტირება კორონავირუსზე.

გაიტესტა ტრაილერის 22 მძღოლი, ყველა უარყოფითია. ასევე უარყოფითია სხვადასხვა რესპირატორული ჩივილებით და ცხელების ნიშნებით მოთავსებული პაციენტების პასუხები“, – განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.