რუხის კლინიკის დირექტორი - ოთხი ინფიცირებული პაციენტი გვყავს, მათი მდგომარეობა სტაბილურია, რაც ძალიან გვახარებს
რუხის კლინიკის დირექტორი - ოთხი ინფიცირებული პაციენტი გვყავს, მათი მდგომარეობა სტაბილურია, რაც ძალიან გვახარებს

რუხის კლინიკაში მოთავსებული „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ირაკლი გვაზავამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებში ვირუსი მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს.

„ამ დროისთვის, ოთხი ინფიცირებული გვყავს, მდგომარეობა სტაბილურია, რაც ძალიან გვახარებს. რაც შეეხება ცხელების ცენტრს, 16 პაციენტი გვყავს. მათგან ხუთს გუშინ მოუვიდა უარყოფითი პასუხი. დანარჩენ პაციენტებს წუხელ ჩაუტარდათ ტესტირება და პასუხები საღამოსკენ გახდება ცნობილი“, – აცხადებს ირაკლი გვაზავა.