რუხის კლინიკაში ოთხი კოვიდინფიცირებული მკურნალობს

10:15, 11.06.2020

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 14 პაციენტი მკურნალობს, მათგან ოთხი კოვიდინფიცირებულია.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, რომ ერთ კოვიდინფიცირებულ პაციენტს დღეს განმეორებითი შუალედური ტესტირება ჩაუტარდება. გუშინ მის ტესტზე პასუხი უარყოფითი იყო, თუ დღესაც უარყოფითი იქნება, პაციენტი გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა.

ამასთან, რუხის კლინიკას უკვე ცხრა გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

რაც შეეხება დანარჩენ 10 პაციენტს, კლინიკაში ისინი ცხელებითა და სხვადასხვა სახის რესპირატორული ჩივილებით შეიყვანეს. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი