რუხის კლინიკაში ოთხი კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას
რუხის კლინიკაში ოთხი კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში 10 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, მათ შორის ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტია.

ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 25 ნიმუში იყო გაგზავნილი. ყველა პასუხი უარყოფითია. მათ შორის ხუთი იყო საავადმყოფოს პაციენტი, ცხრა საავადმყოფოს მედპერსონალი და 11 ე.წ. ტრაილერის მძღოლი.