რუხის კლინიკაში მყოფი კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
რუხის კლინიკაში მყოფი კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

რუხის საავადმყოფოში კვლავ ერთი კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება ორი პაციენტი, ერთი კოვიდინფიცირებული და ერთი მოზარდი. კოვიდინფიცირებული 60 წლამდე მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. მას საზღვრის კვეთა ჰქონდა და კლინიკაში 7 ივლისიდან მკურნალობს. ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე დამაკმაყოფილებელია მოზარდის მდგომარეობაც, რომელიც ცხელებითა და სხვა რესპირატორული ჩივილებით არიან შემოყვანილი. მას უკვე ჩაუტარდა კვლევები კორონავირუსზე და პასუხი უარყოფითი იყო“, – განაცხადა რუხის კლინიკის მენეჯერმა ნინო აკობიამ.

რუხის კლინიკაში დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსზეპისიარ“ ტესტირება ჩაუტარდა ორ პაციენტს, სწრაფი ტესტი – სატვირთო ავტომობილის 17 მძღოლს. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.