რუხის კლინიკაში კიდევ ორი კოვიდინფიცირებული შეიყვანეს
რუხის კლინიკაში კიდევ ორი კოვიდინფიცირებული შეიყვანეს

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ნინო აკობიას ინფორმაციით, რუხის კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ  ორი კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი  შეიყვანეს.

ორივე ინფიცირებული მესტიის მკვიდრია. პაციენტებიდან ერთს პნევმონიის ნიშნები აღენიშნება, მეორე კი უსიმპტომოა.

ამჟამად, რუხის კლინიკაში სულ ათი კოვიდინფიცირებული მკურნალობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ნინო აკობიას თქმით, ათივე პაციენტი ლენჯერის კლასტერიდანაა.