რუხის კლინიკაში ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას
რუხის კლინიკაში ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას

რუხის კლინიკაში დღეს ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტის შუალედური ტესტირება იგეგმება.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ქარსივაძემ განუცხადა.

„რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის შვიდი პაციენტია. აქედან ხუთი კოვიდინფიცირებულია. ბოლო კოვიდინფიცირებული პაციენტის ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტს „კოვიდ-19“ გადატანილი აქვს და ვირუსი მილევად ფაზაშია. მას რამდენიმე დღეში ისევ ჩაუტარდება „პისიარ“ კვლევა. რაც შეეხება ოთხ ინფიცირებულს, ისინი 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერიდან არიან. მათ დღეს ჩაუტარდებათ განმეორებითი შუალედური ტესტირება კორონავირუსზე. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

გუშინ რუხის საავადმყოფოდან ერთი პაციენტის და სატვირთო ავტომობილის 17 მძღოლის ნიმუში გაიტესტა. ყველა პასუხი უარყოფითია“, – განუცხადა საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა.