რუხის კლინიკაში ამ დროისთვის ათი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

11:27, 20.05.2020

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში 10 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, ათივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე ინფორმაციით, საყურადღებოა ხანდაზმული ქალის მდგომარეობა.

„ათი კოვიდინფიცირებულიდან ექვსი მათგანი 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის ახლო ნათესავები და ოჯახის წევრები არიან. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ პაციენტს, ერთს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, სამი კი, თეთრიწყაროს კლასტერია“, – განაცხადა საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

სულ ამ დროისთვის რუხის საავადმყოფოში 26 პაციენტია მოთავსებული, 16 პირი ცხელებითაა შეყვანილი.

მსგავსი