რუხის კლინიკაში ამ დროისთვის 14 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ოთხი კორონავირუსით ინფიცირებულია

10:13, 09.06.2020

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 14 პაციენტი რჩება. კლინიკური დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, 14 პირიდან ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტია, ათი პაციენტი კი, ცხელებითა და სხვა სიმპტომებით მკურნალობს.

ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, გუშინ კორონავირუსზე სამ პაციენტს და ექვს მედპერსონალს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე. ყველას პასუხი უარყოფითია.

მსგავსი