რუხის კლინიკაში ამ დროისთვის 12 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 11 კორონავირუსით ინფიცირებულია

11:40, 20.08.2020

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 12 პაციენტი მკურნალობს. მათგან 11 კოვიდინფიცირებულია და ყველა ლენჯერის კლასტერიდანაა. ინფიცირებულებიდან ერთი მცირეწლოვანია.

როგორც საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ნინო აკობია საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რუხის კლინიკაში მოთავსებული ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, ცხრა პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს.

რუხის კლინიკაში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდა ორ პაციენტს, ასევე, სწრაფი ტესტირება ჩაუტარდა 16 ტრაილერის მძღოლს და კორონავირუსი არც ერთ პირს დაუდასტურდა.

ნინო აკობიას თქმით, კიდევ ერთი პაციენტის ტესტირება იგეგმება.

მსგავსი