რუხის კლინიკაში 68 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 15 მათგანი არასრულწლოვანია

22:01, 30.09.2020

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 15 კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანი პაციენტი რჩება.

როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ნინო აკობიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ამ დროისთვის კლინიკაში 76 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 68 კოვიდინფიცირებულია.

​მისივე ინფორმაციით, ოთხი ინფიცირებულის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა.

დღეს რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დატოვა ოთხმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა, მათ შორის სამი ზუგდიდის მკვიდრია, ერთი არასრულწლოვანი კი, ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლე.

მსგავსი