რუხის კლინიკაში 11 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
რუხის კლინიკაში 11 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში შვიდი სამედიცინო პერსონალის და ცხელებით შეყვანილი ოთხი პაციენტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ პირველ არხს რუხის საავადმყოფოს დირექტორმა ირაკლი გვაზავამ განუცხადა.

მისი თქმით, ცხელების ცენტრში მყოფ ოთხი პირიდან სამს საზღვრის კვეთა ჰქონდა, თუმცა მათი პასუხები უარყოფითია.

რაც შეეხება კოვიდინფიცირებულ ოთხს პაციენტს ირაკლი გვაზავა აცხადებს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ოთხი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან სამი თეთრიწყაროს კლასტერის პირველადი კონტაქტებია, ხოლო ერთ პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.