რუხის ​კლინიკიდან კოვიდინფიცირებული ქალი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
რუხის ​კლინიკიდან კოვიდინფიცირებული ქალი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუხის ​საავადმყოფოდან კოვიდინფიცირებული ხანდაზმული ქალი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებო იყო და ის დაახლოებით სამი საათის წინ გადაიყვანეს თბილისში.

აღნიშნული პაციენტი 16 მაისს შეიყვანეს რუხის საავადმყოფოში. მას დადასტურებული აქვს კორონავირუსი. ხანდაზმული ქალი 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის ახლო ნათესავია. ინფიცირებული მამაკაცი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

სულ ამ მომენტისთვის რუხის საავადმყოფოში ცხრა კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.