რუისთან ავარიისას დაშავებული 13 წლის მოზარდი სომხეთში გადაიყვანეს

00:48, 11.07.2019

რუისთან ავარიისას დაშავებული 13 წლის მოზარდი სომხეთში გადაიყვანეს. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

ავტოსაგზაო შემთხვევას რუისთან 7 ივლისს სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. დაღუპულები და დაშავებულები სომხეთის მოქალაქეები არიან.

ავარიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქე სომხეთში გუშინ ვერტმფრენით გადაიყვანეს.

მსგავსი