რუისპირის მოსახლეობა სოფლის სპეციალური ფონდის დაწესების ინიციატივით გამოდის
რუისპირის მოსახლეობა სოფლის სპეციალური ფონდის დაწესების ინიციატივით გამოდის

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მოსახლეობა კოოპერირების გზით სპეციალური ფონდის დაწესების ინიციატივით გამოდის.

„ჩვენ შექმნით კოოპერატივს, გვექნება ჩვენი ბიუჯეტი, საწარმოები და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ამით დავაინტერესებთ ტურისტებს და განვითარდება ეს სფერო, რაც ჩვენს ეკონომიურ მდგომარეობაზე აისახება და ფონდში არსებული თანხა სოფლის განვითარებას მოხმარდება“, – განაცხადა ინიციატივის ავტორმა გიორგი ალადაშვილმა.

საინიციატივო ჯგუფი ასევე გეგმავს, დააინტერესოს საერთაშორისო ორგანიზაციები და სოფლის განვითარების კუთხით სხვადასხვა პროექტები განახორციელოს.