რუდოლფო ჯულიანი - ნაციონალიზმი ძალიან ბუნებრივია, ხოლო ევროკავშირი ხალხისგან შორს დგას
რუდოლფო ჯულიანი - ნაციონალიზმი ძალიან ბუნებრივია, ხოლო ევროკავშირი ხალხისგან შორს დგას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატ რუდოლფო ჯულიანის თქმით, ნაციონალიზმი ბუნებრივია, რადგან თუ არ გიყვარს შენი ქვეყანა, ეს უცნაურია. ეს განცხადება ჯულიანიმ ევროპაში ვიზიტისას გააკეთა.

ნიუ იორკის ყოფილი მერის თქმით, ევროპის ინტერნაციონალისტური კონსენსუსის წინაშე არსებული გამოწვევა, შესაძლოა კარგი იყოს დისკუსიის დასაწყებად.

ჯულიანიმ ეს განცხადება ევროპარლამენტის არჩევნების წინ გააკეთა, რომელშიც ულტრამემარჯვენე პარტიებს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

„მე არ მგონია, რომ მთელ ევროპაში ერთნაირი განწყობაა. ჩემი აზრით, ევროპისთვის კარგია, თუ გექნებათ დისკუსია ინტენაციონალისტურ მიდგომასა და ცალკეული ქვეყნების ინეტერესების წინ წამოწევის საკითხზე. მგონი, ამას ნაციონალიზმი ჰქვია და ცუდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ისტორიულად ბევრი ცუდი რამ სდევდა თან… თუ არ გიყვარს შენი ქვეყანა, ეს ცოტა არა იყოს უცნაურია“, – განაცხადა რუდოლფო ჯულიანიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გადაიზარდა ევროპაში ნაციონალიზმი ორჯერ ომში, ჯულიანიმ უპასუხა, რომ სოციალიზმმა ასევე კატასტროფა გამოიწვია.

„ვინ მოკლა სტალინთან შედარებით უფრო მეტი ხალხი?“ – კითხვას სვამს ტრამპის ადვოკატი.

მისივე თქმით, ინტერნაციონალიზმიც შეიძლება გადაიქცეს მესამე რაიხად, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია იყო.

„ფილოსოფიის ბოროტად გამოყენების ფილოსოფიად აღქმა შეცდომაა. ნაციონალიზმი ისეთივე ბუნებრივია, როგორც ინტერნაციონალიზმი. ორივემ შეიძლება მიგვიყვანოს დიქტატორულ რეჟიმამდე, მაგრამ რეალობაში ასეთ რამესთან ახლოსაც კი არ ვართ“, – განაცხადა ჯულიანიმ.

მისივე თქმით, „დიდი ორგანიზაციები, როგორიც ევროკავშირია, ძალიან შორს დგანან ხალხისგან და ბევრ ფულს ხარჯავენ“.