რუდი გარსია „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
რუდი გარსია „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

„ნაპოლის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანგი რუდი გარსია გახდა.

ლუჩანო სპალეტიმ თანამდებობა გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. „ნაპოლის“ პრეზიდენტი დე ლაურენტისი კი რამდენიმე კანდიდატთან აწარმოებდა მოლაპარაკებას.

რუდი გარსია ბოლოს საუდის არაბეთში მუშაობა, ის „ალ-ნასრის“ ავარჯიშებდა. ამ გუნდში დეკემბერში პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო გადავიდა და მას ფრანგთან იდეალური ურთიერთობა არ ჰქონია.

გარსიას სამწვრთნელო კარიერის მთავარი მიღწევები ფრანგულ „ლილს“ უკავშირდება. 2011 წელს „ლილთან“ ერთად მან საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო. იმავე წელს იგი ლიგა 1-ის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.