რუდი გალეტი - ქართველი მეკარე პაპუნა ბერუაშვილი ევროპული კლუბების ყურადღებას იპყრობს #1TVSPORT
რუდი გალეტი - ქართველი მეკარე პაპუნა ბერუაშვილი ევროპული კლუბების ყურადღებას იპყრობს #1TVSPORT

„რუსთავის“ მეკარეს, პაპუნა ბერუაშილს რამდენიმე ევროპული კლუბი აკვირდება – ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი რუდი გალეტი წერს.

„2004 წელს დაბადებული ქართველი ახალგაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მეკარეა.

ის „რუსთავის“ შემადგენლობაში კარგ სეზონს ატარებს და უცხოური კლუბების ყურადღებას სულ უფრო მეტად იპყრობს.

„დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილს ფიზიკური მონაცემებისა და თამაშის სტილის გამო ხშირად გიორგი მამარდაშვილს ადარებენ.

მან კარიერის დასაწყისში გარკვეული დრო  პორტუგალიაში, „სპორტინგში“ გაატარა, სადაც გამოცდილება მიიღო როგორც სარეზერვო გუნდში, ასევე 23-წლამდელებში.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ბერუაშვილი „რუსთავის“ მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა. მან ათ მატჩში კარი „მშრალად“ ხუთჯერ შეინახა.

198 სმ სიმაღლის ბერუაშვილს დიდი ინტერესით აკვირდებიან  ევროპული კლუბები, განსაკუთრებით პორტუგალიურები და, როგორც ჩანს, ქართველი კიპერი კარიერის შემდეგი ეტაპისთვის მზადაა“, – წერს რუდი გალეტი.