რუბინის ქართველი ლეგენდა გარდაიცვალა
რუბინის ქართველი ლეგენდა გარდაიცვალა

5 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ყაზანის „რუბინის” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, მურად ზადიკაშვილი გარდაიცვალა.

მას საქართველოში ნაკლებად იცნობდნენ. თუმცა, საქართველოში დაიბადა და კარიერაც სამშობლოში დაიწყო. ყაზანის „რუბინში” ზადიკაშვილს გუნდის ლეგენდას უწოდებენ. სწორედ მისი თამაშიდან იღებს სათავეს ყაზანურ გუნდთან დაკავშირებით ნათქვამი ფრაზა – „რუბინი” ქართველის გარეშე წარმოუდგენელია”.

მურად ზადიკაშვილი 1946 წლის 18 დეკემბერს, საქართველოში, ქუთაისში დაიბადა. თავდამსხმელი ქუთაისის „ტორპედოს” საფეხბურთო სკოლის აღზრდილი გახლდათ და კარიერაც მშობლიური ქალაქის გუნდში დაიწყო, სადაც 1964 და 1972 წლებში თამაშობდა.

ასევე უთამაშია ნოვოროსიისკის „ცემენტში” (1965) და მოსკოვის „ლოკომოტივში” (1966). 1966-1971 და 1973-1977 წლებში გამოდიოდა ყაზანის “რუბინში”. მან გუნდში ჩატარებულ 362 თამაშში 56 გოლი გაიტანა. იყო სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი (1966). 1989-1995 წლებში „რუბინის” გუნდის უფროსი იყო (მაშინდელი პრეზიდენტი), ხოლო 1993-1995 წლებში – „რუბინის” მთავარი მწვრთნელი.