რუბინის ქართველები 19-წლამდელებში გამოიძახეს
9-15 ოქტომბერს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ითამაშებს. რამაზ სვანაძის გუნდი 6 ოქტომბერს გაემგზავრება უნგრეთში, სადაც მასპინძელთა გარდა ხორვატიასთან და ყაზახეთთან გაარკვევს ელიტ-რაუნდში გამსვლელის ვინაობას. შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ორი გუნდი მოიპოვებს მომდევნო ეტაპის საგზურს.
მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებიც ევროშესარჩევი მატჩებისთვის მოემზადებიან:
მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), რევაზ ლომიძე (ლოკომოტივი)
მცველები: თორნიკე ჯანგიძე, სანდრო კალანდაძე, ლაშა აწყურელი (სამივე – დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (ლოკომოტივი), ცოტნე კაპანაძე (რუსთავი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო)
ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი, გიორგი მოისწრაფიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე (ყველა – დინამო თბ), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ნიკა გაგნიძე (დილა), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი)
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო)