„რუბინის“ გენერალური დირექტორი - კვარაცხელიაზე მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, მაგრამ ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია #1TVSPORT
„რუბინის“ გენერალური დირექტორი - კვარაცხელიაზე მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, მაგრამ ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია #1TVSPORT

ყაზანის „რუბინს“ ჯერ კიდევ არ მიუღია ოფიციალური წინადადება ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ – ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ყაზანური კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განუცხადა.

„ხვიჩას ტრანსფერთან დაკავშირებით გახსნილები ვართ, მაგრამ ჯერ ოფიციალური წინადადება არავისგან მოგვიღია. პრესაში ამ საკითხზე ბევრს წერენ, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ლაპარაკია. ყოველთვის ვამბობთ – შემოგთავაზეთ ვარიანტი და ჩვენ მას განვიხილავთ. მაგრამ არც ერთი ოფიციალური წინადადება არ ყოფილა. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით სალაპარაკო არაფერია“, – თქვა საიმანოვმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, „რუბინის“ 20 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს ავლენენ ინგლისური „ლიდსი“, ესპანური „სევილია“, იტალიური „იუვენტუსი“ და „მილანი“.

ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკების ფაქტი თავად ხვიჩამ, მისმა მენეჯერმა მამუკა ჯუღელმა და „რუბინს“ სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმაც დაადასტურეს. ანუ ვარიანტები არის და საინტერესოა, რუსტემ საიმანოვი რას მალავს.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში კვარაცხელიამ 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა და რუსეთის პრემიერლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.