პირველი გოლი მოედანზე დაბრუნების შემდეგ - კვარაცხელიამ „ნიჟნი ნოვგოროდს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ყაზანის „რუბინმა“ მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ლეონიდ სლუცკის გუნდი „ნიჟნი ნოვგოროდს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

მატჩი ნიჟნი ნოვგოროდში გაიმართა და პირველივე ტაიმში ვიხილეთ ხვიჩა კვარცხელიას გოლი. ხვიჩა 31-ე წუთზე საჯარიმოში შევარდა და კირილ გაცუკმა წააქცია, მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თავად შეასრულა – მეკარე ერთ კუთხეში გადახტა, თავად კი მეორე კუთხეში დაარტყა და „რუბინი“ 1:0 დააწინაურა.

ეს მოედანზე დაბრუნების შემდეგ კვარაცხელიას პირველი გოლი იყო. 64-ე წუთზე ხვიჩამ მოედანი დატოვა, მის ნაცვლად კი „რუბინის“ მაისურით მოედანზე საქართველოს ნაკრების მეორე მოთამაშე, ზურიკო დავითაშვილი გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ „ნიჟნი ნოვგოროდი“ რუსეთის პრემიერლიგაში წელს დაწინაურდა. ყაზანელთა წინააღმდეგ ითამაშა მარცხენა მცველმა ლეო გოგლიჩიძემ, რომელიც „კრასნოდარის“ აღზრდილია და რუსეთის მოქალაქეა.