სომხეთის ელჩი - პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წამოწყება

პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წამოწყება, – ამის შესახებ საქართველოში სომხეთის ელჩმა რუბენ სადოიანმა პირველი არხის ახალი პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ პრეზენტაციისას განაცხადა.

ელჩმა პირველი არხის ინტერნეტ-რადიო ტელევიზიას წარმატებული ეთერი უსურვა.

„პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წამოწყება. მინდა, პირველი არხის ინტერნეტ-რადიო ტელევიზიას წარმატებული ეთერი ვუსურვო. ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ პროექტით „მრავალფეროვანი საქართველო“, – განაცხადა ელჩმა.

პირველმა არხმა ახალი პროექტის, „მრავალფეროვანი საქართველო“ პრეზენტაცია დღეს გამართა.

პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას, მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებასა და მრავალფეროვან კულტურათა დიალოგის ხელშეწყობას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საფრანგეთისა და სომხეთის ელჩები, ასევე აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები.