რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, კახეთში ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი უკვე გადამუშავებულია
რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, კახეთში ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი უკვე გადამუშავებულია

რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით პირველი ოქტომბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 195 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. აქედან 120 ათასი ტონა რქაწითელი, 63 ათასი ტონა საფერავი, 4,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მოსახლეობისგან ყურძენს რეგიონში 54 საწარმო იბარებს. ყურძნის დღეღამური გადამუშავება ამ ეტაპზე 10 ათასი ტონამდეა, რაც რთველის პროცესის დასკვნითი ეტაპის მაჩვენებელია.

რთველის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან და მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია.

რთველის საკოორდინაციო შტაბი კახეთში რთველის დასრულებამდე განაგრძნობს ფუნქციონირებას, ამასთან, საკოორდინაციო შტაბი კახეთის პარალელურად აქტიურ მუშაობას რაჭაში იწყებს.