რთველი სოფელ გიორგეთში - ზურაბ ქურციკიძის ფოტოამბავი
რთველი სოფელ გიორგეთში - ზურაბ ქურციკიძის ფოტოამბავი

​კახეთში რთველია. პირველი არხის ფოტოკორესპონდენტი ლაგოდეხს, სოფელ გიორგეთს ეწვია.

კახეთის რეგიონში 5,5 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადაამუშავეს – 2 ათას ტონამდე საფერავი, 1,3 ათასი ტონა რქაწითელი, 800 ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

ყურძნის გადამუშავების პროცესში 25 ღვინის საწარმოა ჩართული. რთველის საკოორდინაციო შტაბში 100 ღვინის მწარმოებელი კომპანია უკვე დარეგისტრირებულია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან.

რთველის პროცესი მიმდინარე კვირიდან უფრო გააქტიურდება.

წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.