„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, კახეთში 50 000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, კახეთში 50 000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. მათივე ცნობით, ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 8-9 ათას ტონას მიაღწია. ამ დროისათვის რეგიონში 50 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.

რთველი დედოფლისწყაროს, სიღნაღის რაიონებში დასასრულს მიუახლოვდა, მოსავლის აქტიური კრეფა გურჯაანის თელავის, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში დაიწყო. საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ წელს კახეთში ყურძნის საპროგნოზო მაჩვენებელი 300 ათასი ტონის ფარგლებშია.

„მიმდინარე წელს „კოვიდ-19“ პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ერთი კილოგრამი რქაწითელის ყურძენის მინიმალური ფასი 0,80 თეთრია“, – აღნიშნულია საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციაში.